საზოგადოება
სერგო ფარაჯანოვის მეუღლე გარდაიცვალა

,,ნეტგაზეთი” წერს, რომ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მეუღლე სვეტლანა შერბატიუკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სვეტლანას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აღნიშნულ ინფორმაციას სერგო ფარაჯანოვის მუზეუმის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.







