
12-16 ოქტომბერს ბელორუსში გაიმართება კუხო-ს სამშვიდობო ძალების წვრთნა. ინფორმაციას ავრცელებს რფ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
აღნიშნულია, რომ მანევრებისას შემუშავდება კუხო-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების სამშვიდობო მოქმედებების მომზადებისა და მართვის საკითხები.
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ნაწილები.
ოპერაციები ორგანიზებული იქნება “ლოსვიდოს” სამხედრო სკოლაში.
სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან კუხო-ს წევრები.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 21-26 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებენ “კავკასია 2020” -ის სტრატეგიული სამეთაურო სამხედრო წვრთნებში. სომხეთის დელეგაცია უკვე გაემგზავრა რუსეთში.







