საზოგადოება
რფ თავდაცვის სამინისტრო: სომხეთიდან ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ლტოლვილი ბრუნდება მთიან ყარაბაღში

სომხეთიდან ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ლტოლვილი ბრუნდება მთიან ყარაბაღში. როგორც TASS იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განუცხადა.
„ყოველდღე, რუსი სამშვიდობოების დახმარებით, მთიან ყარაბაღში 2000-ზე მეტი ადამიანი ბრუნდება, რომლებმაც მანამდე დატოვეს თავიანთი სახლები საომარი მოქმედებების გამო,” – თქვა კონაშენკოვმა.
მისივე თქმით, 14 ნოემბრის შემდეგ 17000-ზე მეტი მობინადრე დაბრუნდა.
რუსი სამშვიდობოები ასევე ეხმარებიან მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენაში. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეებმა დახმარება აღმოუჩინეს სტეპანაკერტში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, თბომომარაგებისა და გაზსადენის მშენებლობაში.







