
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 407-ით გაიზარდა და 142344 გახდა. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
ამ დროისთვის 21756 ადამიანი (-471) მკურნალობს, ჩატარებულია 530225 ტესტი (+1349), ინფიცირებულთაგან 117649 გამოჯანმრთელდა (+853). დარეგისტრირდა 2344 (+18) გარდაცვლილი. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, 7-ით გაიზარდა და გახდა 595.







