
თურქეთში თურქეთ-აზერბაიჯანის რეგულარული სამხედრო წვრთნები ჩატარდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ტვიტერის გვერდის თანახმად, სარდლობის სავარჯიშო სწავლებები გაიმართება ისფართას პროვინციაში.
აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ნაწილები უკვე ჩავიდნენ თურქეთში. სწავლებები გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში.
”ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანთან თანამშრომლობას ,,ერთი ერი, ორი სახელმწიფოს“ პრინციპით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ყარსის პროვინციაში ჩატარდა თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები.







