პოლიტიკა
დატყვევებული ჩვენი თანამემამულეები აუცილებლად დაბრუნდებიან: ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ხალხისადმი მიმართულ გზავნილში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დაყოვნებული სომეხი ტყვეები ნამდვილად დაბრუნდებიან.
როგორც “არმენპრესი” იუწყება, ფაშინიანმა აღნიშნა: „ კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო 44-დღიანი ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს. გამოვხატო მხარდაჭერა ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულისა და ტყვედ ჩავარდნილების ოჯახების მიმართ. მინდა ვთქვა, რომ ტყვედ ჩავარდნილები აუცილებლად დაბრუნდებიან და მათ დაბრუნების უზრუნველსაყოფად უნდა მოვიკრიფოთ მთელი ძალები“.







