
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხის შესახებ.
კონსტიტუციური კანონის “ეროვნული ასამბლეის რეგლამენტის” 140-ე მუხლის მე-3 და მე -6 ნაწილების თანახმად, პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი განიხილება 10 მაისს 12:00 საათზე მოწვეული ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.
3 მაისს ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი. პარლამენტმა 1- მომხრე, 3-ის წინააღმდეგ და 75-მა თავი შეიკავა ხმათა თანაფარდობით ნიკოლ ფაშინიანი არ აირჩია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად.







