
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წიწერნაკაბერდის მემორიალს ეწვია.
ღარიბაშვილმა გვირგვინით შეამკო მემორიალი და ყვავილები დადო მარადიულ ცეცხლთან, პატივი მიაგო რა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.







