
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის ვიცე -პრემიერი სურენ პაპიკიანი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში, დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენს. ამ უკანასკნელს ახლდა აღნიშნული ერევნის ოფისის ხელმძღვანელი დიმიტრი გვინდაძე. მხარეებმა განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის საშუალოვადიანი, გრძელვადიანი პრიორიტეტები და ბანკთან მუშაობის გზები.







