
საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები ეფექტურად შეაფასა. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა თავის “ტვიტერის” მიკრობლოგში დაწერა.
„სომხეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ეფექტური მოლაპარაკებები პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. “მათ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა, ახალი სამშვიდობო ინიციატივა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს მზადყოფნა გააგრძელოს აქტიური შუამავლობა, რათა შეიქმნას უფრო დიდი შესაძლებლობები რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისათვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.







