
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:ბოსტნეული და ბაღჩეული 23.3%
პური და პურპროდუქტები 20.5%
ზეთი და ცხიმი 19.6%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 18.3%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18.2%
თევზეული 16.6%
რძე, ყველი და კვერცხი 14.4%
ხილი და ყურძენი 13.%
ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.9%
ყავა, ჩაი და კაკაო 7.8%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 68.0%;
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58.0%;
საცხოვრებლის მიმდინარემოვლა და შეკეთება 8.7%;
ჯუფში ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე -3.1%.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით, ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3%).







