
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი დღეს, 2 მაისს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწეს ჰიქმეთ ჰაჯიევს შეხვდება. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჩვენ განვიხილავთ არაერთი საკითხს, რომელიც ეხება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა და მიიჩნია, რომ შესაძლოა, რომ მათ შეხვედრას მოჰყვეს ფაშინიან-ალიევის შეხვედრა.
„თუ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ პასუხი ყველა შესაძლო კითხვაზე ბრიუსელში,მაშინ ჩვენ ასევე შეგვიძლია განვიხილოთ შეხვედრა ბრიუსელში ქვეყნის ლიდერების დონეზე“, – თქვა მან.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები შესაძლოა მაისის დასაწყისში ბრიუსელში შეხვდნენ.







