
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ იტყობინება ყაზახური მედია.

„ყაზახეთის რესპუბლიკის კანონს სომხეთის რესპუბლიკაში ნავთობის მიწოდების სფეროში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ ხელი მოაწერა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ამის შესახებ იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2020 წლის 16 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში. ამ დღეებში შეთანხმება ყაზახეთის კანონმდებლებმაც მოიწონეს.







