კულტურა
15 ამერიკელი მასწავლებელი სომხეთში ტრენინგებს გადის, ისინი თავიანთ ქვეყანაში სომხეთის გენოციდის ისტორიას ასწავლიან

ამერიკულმა ორგანიზაციამ «Genocide Education Project» სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2022წ. 9-17 ივლისს აწყობს ტრენინგ -პროგრამას მასწავლებლებისთვის აშშ-დან. The Genocide Education Project-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამერიკელმა სომეხმა როქსან მაკასჯიანმა „არმპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ ორგანიზაცია დაახლოებით 20 წლის წინ მან და ორმა მეგობარმა შექმნეს . ეს არის დამოუკიდებელი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გააცნოს და ასწავლოს ადგილობრივ მასწავლებლებს აშშ-ში სომეხთა გენოციდის შესახებ, რათა მათმა სომეხთა გენოციდის შესახებ ზუსტი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავიანთ მოსწავლეებს მიაწოდონ.







