საზოგადოება
„სურმალუს“ აფეთქების შემდეგ ნანგრევებში ნაპოვნი ყველა მოქალაქე იდენტიფიცირებულია

სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” მომხდარი აფეთქების შემდეგ, 7 აგვისტოს ნანგრევებში ნაპოვნი მოქალაქის ცხედარი იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი მოქალაქე გაგიკ კარლენის ძე კარაპეტიანია.
ამის შესახებ “არმენპრესის” ინფორმაციით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერი ჰაიკ კოსტანიანი წერს.
„სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შედეგად იპოვეს 16 მოქალაქის ცხედარი, ყველა მათგანის იდენტიფიცირება მოხდა“, – წერს კოსტანიანი.







