
აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად სომხეთის სამ რაიონში (სიუნიქი, ვაიოც ძორი და გეღარქუნიქი) დაზიანდა 192 სახლი, რომელთაგან 60 მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ 15 სექტემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სრ ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვაჩე ტერტერიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო შენობები, მანქანები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სასწრაფო დახმარების 2 მანქანა.







