
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომეხ ხალხს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთი და სომხეთი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები არიან.
„გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, მინდა მივულოცო მოძმე სომეხ ხალხს და ქვეყნის ხელმძღვანელობას დამოუკიდებლობის დღე“,- განაცხადა პუტინმა უცხოეთის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.
“სომხეთი ჩვენი ახლო მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირეა”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
პუტინმა დასძინა, რომ რუსეთი და სომხეთი ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში არიან.
„ წელს მე სამჯერ შევხვდით ნიკოლ ვოვას ძე ფაშინიანს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.







