
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ძირითად პრინციპებზე შეთანხმება მიაღწიეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა „არმენპრესის“ კითხვაზე პასუხისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გრძელდება და პრაღის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ ამ მხრივ მოვლენების რაიმე განვითარებას ადგილი არ ჰქონია
„აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გრძელდება და პრაღის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ ამ მხრივ არანაირი განვითარება არ არის. ახალი მოვლენების შემთხვევაში, ისევე როგორც ადრე, საზოგადოებას სათანადოდ ვაცნობებთ“, – განაცხადა ჰუნანიანმა.







