მთავარიპოლიტიკა

ინდური მასმედიის ცნობით  სომხეთს სურს   ახალი იარაღის შეძენა

სომხეთში განიხილავენ   ინდოეთიდან მეტი თავდაცვითი იარაღის შეძენის საკითხს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების, საშუალო დისტანციის  სარაკეტო სისტემების „მიწა-ჰაერი“, Akash-ის. ამის შესახებ ინდური პერიოდული გამოცემა The Print წერს. აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრის რაჯნათ სინგჰის ორმხრივი შეხვედრა სომეხ კოლეგასთან სურენ პაპიკიანთან გუშინ გაიმართა განდინაგარში „DefExpo 2022“-ის ფარგლებში, სადაც განიხილეს სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.  გაზეთი წერს, რომ შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე კვირაში გაიმართა. პერიოდული გამოცემების ცნობით, ამ შეთანხმების ფარგლებში სომხეთი მიიღებს Pinaka სარაკეტო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Konkurs-ს  და საბრძოლო მასალის ფართო სპექტრს, მათ შორის 80 მმ ნაღმტყორცნებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის მთავრობის წყაროები ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე ჯერ კიდევ დუმს, ამბობენ, რომ „ყურადღება თავდაცვის სფეროში  თანამშრომლობაზე გამახვილდა“. ნებისმიერ შემთხვევაში, წყაროებმა მედიას განუცხადეს, რომ სომხეთი განიხილავს არა მხოლოდ შიდა წარმოების Akash საჰაერო თავდაცვის სისტემების, არამედ ინდოეთში შემუშავებული კამიკაძე თვითმფრინავების შეძენის საკითხს ისეთი  კერძო კომპანიებისაგან, როგორებიც არიან  Tata Advanced Systems Limited (TASL) და Solar Industries-ი.

ნახეთ მეტი
Back to top button