ეკონომიკა
სექტემბერში სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 14,6%-ით გაიზარდა – სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“2022 სექტემბერში სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 14,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წ. პირველ ცხრა თვეში – 14,1%-ით. შეგახსენებთ, რომ სომხეთში მშპ-ს საუკეთესო რეალური ზრდა 2003 წელს დაფიქსირდა, როდესაც მშპ-ს 14%-იანი ზრდა ჰქონდა.







