საზოგადოება

მსოფლიო ბანკი სომხეთს დამატებით 22,6 მილიონი ევროს კრედიტს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი სომხეთს რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის დამატებით 22,6 მილიონი ევროს კრედიტს გამოუყოფს. ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის სესიაზე სომხეთის რესპუბლიკასა და საერთაშორისო ბანკს შორის „განათლების გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების“ სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების განხილვისას განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა.

თანხები მოხმარდება განათლების სექტორში რეფორმების პროგრამების გაფართოებას. მინისტრის თქმით, პროგრამა მოიცავს ქმედებების 5 კომპონენტს, რომლებიც სრულად შეესაბამება მთავრობის 2021-2026 წწ. პროგრამას.

„ეს თანხები მოხმარდება ერევნის, აშტარაკის, არტაშატის და ვანაძორის ოთხი საშუალო სკოლის განახლებას. საჭიროების შეფასების საფუძველზე 200 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიქმნება თანამედროვე სამეცნიერო და საინჟინრო ლაბორატორიები“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ლაბორატორიების არსებობა, მთავრობის გეგმის მიხედვით, სომხეთის 1400-ვე სკოლაში იგეგმება. ასეთი ლაბორატორია უკვე 107-ში ფუნქციონირებს“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 80 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შექმნა. თანხები მოხმარდება არსებული შენობების განახლებას, საჭირო ქონებითა და საგანმანათლებლო ინვენტარით უზრუნველყოფას, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აღნიშნული დაწესებულებები ასევე ადაპტირებული იქნება ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად.

პროექტის მეორე კომპონენტია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ეფექტურობის გაზრდა.

ბოლო კომპონენტი ეხება უნივერსიტეტებს. STEM სფეროებში 5 პროექტის განხორციელება იგეგმება. ისინი ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტების ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლებას, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უზრუნველყოფას, ასევე დამსაქმებლებთან კავშირს.

ნახეთ მეტი
Back to top button