პოლიტიკა

თურქი სამხედროები აზერბაიჯანში სამსახურს გააგრძელებენ

 თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ (NAG) მიიღო თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი და პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტი. კანონპროექტის მიხედვით,  2020 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმს  საფუძველზე  თურქ სამხედროებს აზერბაიჯანში მოქმედ ერთობლივ რუსულ-თურქულ მონიტორინგის ცენტრში მსახურობის ვადა გაუგრძელდათ.

ამის შესახებ, იტყობინება ვებგვერდი tbmm.gov.tr.

აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) მანდატის ერთი წლით გაგრძელების შესახებ კანონპროექტი 2022 წლის 17 ნოემბერს ამოქმედდება.

ნახეთ მეტი
Back to top button