
Google, Facebook, Netflix და ინტერნეტის სხვა არარეზიდენტი გიგანტები, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ინიციატივით, 1 იანვრიდან ფიზიკურ პირთა ელექტრონული სერვისების მიწოდებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიან დამატებული ღირებულების გადასახადს. https://armenpress.am/arm/news/1096713.html?
როგორც ,,არმენპრესს“ აცნობეს სშკ-დან, სამი კვარტლის მდგომარეობით დეკლარირებულია 1 მილიარდი დრამის (დაახლოებით 2 500000 აშშ დოლარის) დღგ, ხოლო ამ დროისთვის გადახდილია 800 მილიონი დრამი (დაახლოებით 2 000000 აშშ დოლარი).
პროცესის ეფექტურობას უზრუნველყოფს სშკ-ის მიერ დანერგილი სამენოვანი „e-VAT“ სისტემა. რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შესაძლებელია პლატფორმაზე შესვლა და საგადასახადო ორგანოში რეგისტრაცია. 40-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია უკვე დარეგისტრირდა.
“e-VAT” პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 5 უცხოური ვალუტა. ასევე იგეგმება სისტემაში ბარათით გადახდის შესაძლებლობის დანერგვა. სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი არარეზიდენტ ორგანიზაციებს რეგულარულად აცნობებს, რომ დაიცვან დადგენილი პროცედურა, ხოლო ის პირები, ვინც გადასახადებს თავს აარიდებენ, დაჯარიმდებიან.







