საზოგადოება
რუსები არ ენდობიან ომის ოფიციალურ გაშუქებას

სამხედრო ბლოგერების ტელეგრამის არხების პოპულარობის მატება ადასტურებს რუსი ხალხის უნდობლობას კრემლის ოფიციალური ნარატივების მიმართ,ისინი უფრო სანდო ინფორმაციას ეძებენ. ამის შესახებ ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ ანგარიშში. იუწყება radar.am-ი https://www.radar.am/hy/news/ukraine-2538064510/
ამასთან, ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საპირისპირო მიდგომა აირჩია. ომის გაშუქების ცენტრალიზების მცდელობის ნაცვლად, კიევმა რეგიონალურ ოფიციალურ პირებს დაავალა შექმნან ოფიციალური Telegram არხები ომის შესახებ რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდებისთვის.







