ირანი და სომხეთი არ დაუშვებენ დერეფნის შექმნას. ირანის ელჩი სომხეთში

რაღაც ცბიერება შეინიშნება, საუბარია ე.წ დერეფნებზე, რაღაც ქმედებებზე, მაგრამ ირანი და სომხეთი არ დაუშვებენ ასეთი დერეფნის შექმნას. ამის შესახებ 9 თებერვალს გამართულ დისკუსიაზე „სომხეთი-ირანის ურთიერთობები საერთო ინტერესების კონტექსტში“ განაცხადა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში აბას ბადახშან ზოჰურიმ.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია სომხეთმა და ირანმა იმუშაონ ამ მიმართულებით, განახორციელონ ინიციატივები. „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ინიციატივა სხვა მხრიდან წამოვიდეს და ჩვენ უბრალოდ ვუპასუხოთ მას. პირიქით, ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ ინიციატივა. უნდა შევხედოთ რა ნაბიჯებია საჭირო, არ დაველოდოთ რაიმე დერეფნის გახსნის ინიციატივას და მერე ვიფიქროთ რა პოზიცია დავიკავოთ და გამოვხატოთ. ეს არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მუდმივად ითხოვენ სომხეთისგან 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე სომხეთის მიერ სავარაუდოდ ნაკისრი ვალდებულების სახით, უზრუნველყოს მათი ექსტრატერიტორიული დერეფანი სრ სიუნიქის რეგიონის გავლით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის კავშირის უზრუნველყოფის შესახებ აღნიშნულ განცხადებაში არ არის ნახსენები ფიქტიური დერეფანი.







