საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან იყო

2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან იყო. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ასეთი მაჩვენებლები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
ვიზიტორთა 23,3% რუსეთიდან იყო. თურქეთი მეორე ადგილზეა ვიზიტორთა საერთო რაოდენობით 18,1%-ით. ხოლო ტურისტების მთლიანი რაოდენობის 13,5% საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა.
ოფისი დასძენს, რომ გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განხორციელეს – 1,1 მილიონი, თურქეთის მოქალაქეები – 925,6 ათასი და სომხეთის მოქალაქეები – 742,6 ათასი.
2022 წელს საქართველოში საერთაშორისო მგზავრების საერთო რაოდენობამ 5,4 მილიონი შეადგინა, საიდანაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4,7 მილიონი იყო.
საერთაშორისო მგზავრების რაოდენობა 2,9-ჯერ მეტი იყო 2021 წელთან შედარებით, ხოლო საერთაშორისო მგზავრების ვიზიტების რაოდენობა 2,7-ჯერ.
ოფისში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ვიზიტორთა 77,6% მხოლოდ ტურისტი იყო, ხოლო
ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია დედაქალაქ თბილისს- 2,6 მლნ და აჭარას – 2,1 მლნ.







