ეკონომიკა

რუსეთი სომხეთისთვის ყველაზე პერსპექტიული ვექტორია  – არამ საფარიანი

2022 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირი გახდა სომხეთის მთავარი საგარეო სავაჭრო პარტნიორი. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაციისა და განვითარების“ პრეზიდენტმა, პოლიტოლოგმა არამ საფარიანმა პრესკონფერენციაზე, ევრაზიული ექსპერტთა კლუბის ეკონომიკური კვლევის შედეგების „სომხეთის ეკონომიკა 2022 წელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში  გაწევრიანების კონტექსტში“  წარდგენისას აღნიშნა.

მისი თქმით, 2022 წელს კავშირზე  მოდიოდა სომხეთიდან ექსპორტის 47%, ხოლო ქვეყანაში იმპორტის 31%. ამასთან, მან ხაზი გაუსვა კავშირთან  შემდგომი თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. განსაკუთრებით სწრაფად იზრდება სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან, რომელიც არა მხოლოდ სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორიც.

„რუსეთი სომხეთისთვის ყველაზე პერსპექტიული ვექტორია“, – განაცხადა საფარიანმა.

სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი 2,9-ჯერ გაიზარდა. სომხეთის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან გასული წლის იანვარ-ნოემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სომხეთში რუსული ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.

ნახეთ მეტი
Back to top button