
აზერბაიჯანში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პირდაპირი ტრანსლიაციისას აზერბაიჯანის სახელმწიფო AzTV-ის ეთერში საოცარი ვითარება შეიქმნა. აზერბაიჯანულმა ტელეარხმა პირდაპირი ეთერი მაშინ შეწყვიტა, როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ომის შემდეგ სომხეთში გამართულ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებზე დაიწყო საუბარი. ამის შესახებ დამოუკიდებელი აზერბაიჯანული Mikroskop Media იუწყება. „AZTV-მ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლისას მაუწყებლობა შეწყვიტა. ფაშინიანი აზერბაიჯანში გამართულ არადემოკრატიულ არჩევნებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ სომხეთში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა“, – ნათქვამია მედიის ტვიტერში. ცნობას აქვეყნებს Mikroskop Media.
ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანელმა ბლოგერმა, ტელეკომპანია Diktator-ის პროექტის ავტორმა მანაფ ჯალილზადემ Twitter-ზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გააკეთა: „როდესაც ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე, აზერბაიჯანულმა ორმა ტელეარხმა პირდაპირი ეთერი შეწყვიტეს. იჯდე დიქტატორის წინ და დემოკრატიის გაკვეთილს აძლევდე, ძალიან მაგარია. გმადლობთ, ბატონო ნიკოლ ფაშინიან“, – წერს ბლოგერი.







