ეკონომიკამთავარი

ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი წლის პირველ თვეში 10,5 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი 2023 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით 10,5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვრის მაჩვენებელი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 46,1 პროცენტით შემცირდა. https://armenpress.am/arm/news/1105106.html “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ მოწმობს სრ სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით 1,4 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობის მოცულობა 12,2 პროცენტით გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვის ზრდამ იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით 17,7 პროცენტი შეადგინა. სომხეთში 2023 წლის იანვარში გაწეული მომსახურების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,9 პროცენტით გაიზარდა.

2023 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2022 წლის იანვართან შედარებით 8,1 პროცენტით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით 1,6 პროცენტით გაიზარდა. ხოლო ელექტროენერგიის წარმოების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5 პროცენტით შემცირდა.

მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობაში 93,8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ექსპორტი 2,3-ჯერ გაიზარდა, იმპორტი კი 72,5 პროცენტით.

ნახეთ მეტი
Back to top button