არტაკ ბეგლარიანის მკაცრი პასუხი აზერბაიჯანის დივერსიის მიმართ ტოივო კლაარის რეაქციაზე

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის ხაზით ტოივო კლაარი შეეხო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ დივერსიას არცახში, რომლის შედეგად დაიღუპა არცახის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამი თანამშრომელი. ტოივო კლაარის ჩანაწერზე უხეში პასუხი გასცა არცახის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა და აღნიშნა, რომ კლაარის მიმართ უნდობლობა უფრო მეტად ღრმავდება აზერბაიჯანის დანაშაულზე მისი რეაქციის გამო. https://armenpress.am/arm/news/1105659.html? როგორც იუწყება ,,არმენპრესი“, ტოივო კლაარმა, გამოეხმაურა რა აზერბაიჯანის დივერსიულ შეტევას, ტვიტერის თავის მიკრობლოგში დაწერა, რომ სისხლიანი ინციდენტი ხაზს უსვამს მოლაპარაკებებისა და სამართლიანი მშვიდობის განვითარების აუცილებლობას. მან დასძინა, რომ ის ბაქოში იმყოფება და მოუთმენლად ელოდება მშვიდობიანი პროცესის განვითარებას აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან მიუნხენის შეხვედრის შემდეგ.
არტაკ ბეგლარიანმა, ტოივო კლაარის პოსტის საპასუხოდ, Twitter- ის თავის გვერდზე დაწერა:
”ჩემი უნდობლობა ტოივო კლაარის მიმართ სულ უფრო ღრმავდება აზერბაიჯანის დანაშაულზე მისი რეაქციის გამო. ის ან მოყვარული დიპლომატია ან აზერბაიჯანის ტვინის რეცხვის ქვეშაა, ან კორუმპირებული ჩინოვნიკია ან აქვს ევროპული ფასეულობების, ინტერესებისა და ადამიანის უფლებების გადახრილი აღქმები. ოთხივე ვარიანტის შემთხვევაში, ცვლილებები აუცილებლობაა.
5 მარტს, დილის 10 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფი ,,ხაიფალუ“ სახელწოდების მქონე ადგილას თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა პოლიციის საპასპორტო და სავიზო განყოფილების პერსონალის გადამყვან ცვლის მანქანას.
დივერსიული შეღწევის შედეგად დაიღუპა სამი პოლიციელი:
ვიცეპოლკოვნიკი, არმენ მაიორის ძე ბაბაიანი
მაიორი, დავით ვალერის ძე დანიელიანი
ლეიტენანტი, არარატ თელმანის ძე გასპარიანი.
კიდევ ერთმა მსახურმა, ლეიტენანტმა დავით აშოტის ძე ჰოვსეფიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიღო მკერდის არეში და იმყოფება რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში.







