საზოგადოება

საერთაშორისო რეაქცია არ შეესაბამება რეალურ გამოწვევებს. არცახის ადამიანთა უფლებების დამცველი

აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფის მიერ 2023 წლის 5 მარტს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, არცახის რესპუბლიკის ადამიანთა უფლებების დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა. მომზადდა ღია და დახურული ვერსიებით – სომხურ და ინგლისურ ენებზე. ანგარიში გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფის მიერ არცახის სამართალდამცავების წინააღმდეგ 5 მარტის ტერორისტული ოპერაციის შესახებ კომპეტენტური ორგანოებიდან და ღია წყაროებიდან მოპოვებული ფაქტები საგანგებო ანგარიშში შეაჯამა არცახის რესპუბლიკის ადამიანთა უფლებების დამცველმა. განხორციელებული ტერორისტული ოპერაციის შესახებ. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია:

„შეგროვებული ფაქტებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მანქანა მოძრაობს სტეფანაკერტიდან, ამიტომ აზერბაიჯანული მხარის მტკიცებები, რომ სომხეთის მხარეს სომხეთის რესპუბლიკიდან არცახში იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, უსაფუძვლო და მცდარია. სტეფანაკერტიდან გამოსული არცახელი პოლიციელების მანქანაში მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტები და მათი ტაბელური იარაღი იყო“.

ტერაქტიდან დაახლოებით 30-40 წუთში მოვიდნენ რუსეთის სამშვიდობო ჯარების წარმომადგენლები. მათი ჩარევის შემდეგ ცეცხლი შეწყდა, აზერბაიჯანულმა მხარემ უკან დახევა განაგრძო და თან წაიყვანა აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფის დაღუპული და დაჭრილი წევრები.

მოხსენება მომზადდა ღია და დახურული ვერსიით, სომხურ და ინგლისურ ენებზე. იგი გაეგზავნა საერთაშორისო სტრუქტურებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

რას შეიძლება ველოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანმა მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოახდინა, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი იყო ბაქოში, ასევე მოსალოდნელი იყო რეგიონში ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარის,  სამხრეთ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ლუის ბონოს ვიზიტი.

უფრო მეტიც, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჰიპოთეზებიც კი, რომლებშიც მომხმარებლები უბრალოდ ხედავდნენ უშუალო კავშირს ამ ვიზიტებსა და აზერბაიჯანულ ტერორიზმს შორის. ამავეც დროს პოლიტიკური ანალიტიკოსი ჰაკობ ბადალიანი აღნიშნავს:

„ჩვენ არ ვიცი რატომ, ჩვენი თავი დავარწმუნეთ, რომ, მაგალითად, ალიევს არ ძალუძს ასეთი „დამოუკიდებელი“ აგრესია. აქ არის ჩვენი ერთ-ერთი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი, შესაძლოა ფსიქოლოგიური ხარვეზიც, შეცდომა, რაც პრაქტიკულად აჩვენებს, რომ ჩვენ კარგად არ ვიცნობთ მტერს ან მოწინააღმდეგეს, მის შესაძლებლობებს, მეთოდოლოგიას, ქცევის მოდელებს“.

ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ ისაა, რომ აზერბაიჯანი არანაირად არ „ერიდება“ საერთაშორისო საზოგადოების განცხადებების და მოწოდებების და არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს მათ, – „რადიოლურთან“ სატელეფონო საუბარში შენიშნა არცახის ადამიანთა უფლებების დამცველმა გეღამ სტეფანიანმა. მიუხედავად ამისა, მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ანგარიშებით ფაქტების დაფიქსირება და წარდგენა, რადგან იმედოვნებს, რომ რაღაც მომენტში საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს უფრო მკაფიო დამოკიდებულება, მოწოდებებიდან და განცხადებებიდან პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადავიდეს, მაგალითად, კონკრეტულად არცახში მისი ყოფნით, ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნით არცახში.

„ამით დასაწყებად, წინასწარ უნდა გქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება არცახში. სწორედ ასეთი ანგარიშებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებით, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ უფრო აქტიური ჩართულობა, მათ შორის, სხვადასხვა სტრუქტურების ყოფნა არცახში“.

არცახის ადამიანთა უფლებების დამცველი ასევე თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება განგაშებზე და წარმოდგენილ ფაქტებზე, როგორც არცახის ალყასთან, ისე აზერბაიჯანის მიერ რეგულარულად განმეორებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი და არ შეესაბამება რეალურ გამოწვევებს, რაც არსებობს. ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგ ჰაკობ ბადალიანს ასეთი მოსაზრება აქვს.

„მცდარია საერთაშორისო მექანიზმებზე საუბარი. დღეს მუშაობს მხოლოდ ერთი საერთაშორისო მექანიზმი: ძალა, ვისი ძალა რას შეძლებს. შეცდომის სხვა გარემოება კი, ჩემი აზრით, ისევ მოტივაციის ველშია და არაერთხელ გამოვთქვი, რომ არც ერთი საკვანძო საერთაშორისო აქტორი არ აიღებს ფორმალურად პასუხისმგებლობას სიტუაციის სტაბილურობაზე და არ „შეამსუბუქებს“ რუსეთის ტვირთს ამ მხრივ, თუნდაც საპირისპირო – რუსეთის წინააღმდეგ დესტაბილიზაციის რისკების გამოყენებაც კი რომ არ განვიხილოთ.

5 მარტს აზერბაიჯანის ტერაქტის შედეგად ადგილზე დაიღუპა ვიცე-პოლკოვნიკი არმენ ბაბაიანი, მაიორი დავით დანიელიანი, ხოლო ლეიტენანტი არარატ გასპარიანი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

ლეიტენანტმა დავით ჰოვსეფიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიიღო და რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნახეთ მეტი
Back to top button