პოლიტიკა

ბრალის სხვაზე გადაბრალება. აზერბაიჯანელმა მინისტრმა სომხები “გენოციდში” დაადანაშაულა

News.am წერს, რომ აზერბაიჯანში მთელი ძალით ამოქმედდა პროპაგანდისტული მანქანა, რათა საერთაშორისო საზოგადოების თვალში შეექმნათ „აზერბაიჯანელების გენოციდის განმახორციელებელი სომეხის“ იმიჯი.

ამ პროცესში თავისი წვლილი ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიტანა. „აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ აცხადებს დაუსჯელობის ბოლოს მოღების მნიშვნელობას, რათა არ მოხდეს მარტის გენოციდის მსგავსი დანაშაულების განმეორება“, – წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი Twitter-ზე.

მან დასძინა, რომ „105 წელი გავიდა მარტის დარბევიდან, რომლის დროსაც სომხებმა ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე მოკლეს ათასობით აზერბაიჯანელი. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გენოციდის სომხური პოლიტიკის მსხვერპლთა ხსოვნას“.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის მიერ მითითებულ პერიოდში სომხების გენოციდი მოხდა. პროპაგანდისტული კამპანია სომხების ნეგატიური იმიჯის ჩამოყალიბებასთან ერთად მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესზე.

ნახეთ მეტი
Back to top button