ერევნის ტურნირმა “ვაუ” შთაბეჭდილებები გამოიწვია. უკრაინელი სპორტული ჟურნალისტი

ერევნის ტურნირი მაღალი კლასისაა, ყველაფერი კარგად არის გააზრებული და მოსახერხებელი სპორტსმენებისთვის, – განუცხადა საზოგადოებრივ რადიოს უკრაინელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ტატიანა შაიკომ, ერევანში ორგანიზებულ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე საუბრისას.
„ყველაფერი ძალიან ლამაზია სპორტის მოყვარულებისთვის და შესაფერისია სპორტსმენებისთვის. ყველა პირობაა კარგი ვარჯიშისთვის და შეჯიბრებისთვის“, – ამბობს სპორტული ჟურნალისტი.
ტატიანა შაიკოს თქმით, ეს არა მხოლოდ მისი, არამედ ტურნირის გამშუქებელი სხვა ჟურნალისტების აზრია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მათგანმა გააშუქა მსოფლიოს და ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატები, მათზე აშკარად შთაბეჭდილება მოახდინა ერევნის ტურნირის ორგანიზაციულმა დონემ.
ერევნის ჩემპიონატმა თავისი ორგანიზებით მართლაც შექმნა „ვაუ“ შთაბეჭდილება, რომ აღარაფერი ვთქვათ უგემრიელეს სომხურ კერძებზე და განსაკუთრებით მწვადზე“, – განაცხადა შაიკომ.







