
სომხეთის დღის წესრიგში კუხო-სთან თანამშრომლობაზე უარის თქმის საკითხი არ დგას – ეროვნული კრების დეპუტატი
სომხეთის დღის წესრიგში კუხო -სთან თანამშრომლობაზე უარის თქმის საკითხი არ დგას. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჰაკობ არშაკიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ასეთ საკითხზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა მან.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ სომხეთმა უარი თქვა კუხო-ს დახმარების პაკეტზე, რადგან კუხო არ აფიქსირებს სად იწყება და მთავრდება ორგანიზაციის ტერიტორია.
“სამწუხაროდ, ეს ტერიტორია და სომხეთის კონკრეტული რუკა მისი საზღვრებით არ არის განსაზღვრული, ეს არის პრობლემა”, – განაცხადა არშაკიანმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სომხეთმა უარი თქვას კუხო-სთან თანამშრომლობაზე, არშაკიანმა თქვა: „ასეთი საკითხი სომხეთის დღის წესრიგში არ განხილულა. მე გითხარით რაში მდგომარეობს გამოწვევა, საიდან გაჩნდა კითხვები? ეს საკითხები უნდა მოგვარდეს. ჩემი გადმოსახედიდან, მათ არ მიუმართავთ“.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პარტნიორებს დღის წესრიგიდან ქვეყნის დახმარების შესახებ დოკუმენტის ამოღება სთხოვა.







