მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭოს კონგრესი სომხეთს ეწვევა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და ტერიტორიულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია ერევანსა და მასისის მუნიციპალიტეტში გაემგზავრება გაცნობითი ვიზიტით, ვიზიტის შემდეგ გაკეთდება  განცხადება „ჰუმანიტარული მდგომარეობა ყარაბაღში და მეზობელ ქალაქებსა და რეგიონებში“. ამის შესახებ “Armenpress”-ის  ცნობით, ადგილობრივ და ტერიტორიულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაციამ განაცხადა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მომხსენებლები ბერნდ ვორინგერი გერმანიიდან და ბრონი რუდკინი გაერთიანებული სამეფოდან.

გამომსვლელები დისკუსიას გამართავენ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გნელ სანოსიანთან და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნარეკ მკრტჩიანთან. დელეგაცია ასევე შეხვდება არტაშატის, ერევნის, გორისისა და ჰრაზდანის თემის წარმომადგენლებს.

ასევე დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და სომხური წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონგრესის დელეგაცია ასევე ეწვევა მასისის მუნიციპალიტეტს, შეხვდება    ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button