რუსეთის პასუხი „ევროვიზიას“ – პირველი “ინტერვიდენიის ” ჩატარება უკვე მომავალ წელს იგეგმება

პირველი „ინტერვიდენია“ მომავალ წელს რუსეთში გაიმართება, წესები პარტნიორებთან ერთად დადგინდება, შეიქმნება მუდმივი საორგანიზაციო კომიტეტი, შეირჩევა ეროვნული ჟიური, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა. ამის შესახებ იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ორშაბათს დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კულტურის მოღვაწეები ადრე საუბრობდნენ სიმღერის “Intervidenie” საერთაშორისო კონკურსის იდეაზე.
„ეს შეიძლება იყოს ყოველწლიური, ღია ყველა სახელმწიფოს მონაწილეობისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს სულიერ ფასეულობებს. პირველი მსგავსი ღონისძიების გამართვა რუსეთში მომავალ წელს იგეგმება. ჩვენ შევქმნით მუდმივ საორგანიზაციო კომიტეტს და შევარჩევთ ეროვნულ ჟიურის“, – განაცხადა მიშუსტინმა. მან გამოთქვა რწმენა, რომ კონკურსი გახდება ნამდვილი მუსიკალური ფესტივალი.







