ეკონომიკა
სომხეთიდან საქონლისა და ცხვრის დაუმუშავებელი ტყავის ექსპორტი დროებით აიკრძალება

სომხეთის მთავრობა 6 თვით კრძალავს პირუტყვის, ცხვრისა და ბატკნის ნედლი ტყავის, ასევე სხვა ნედლი ტყავის ექსპორტს.
Armenpress“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთისს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს.
პროექტის მიღება საშუალებას მისცემს EAEU-ს კანონმდებლობის ფარგლებში დაწესდეს შეზღუდვები ასეთი პროდუქციის ექსპორტზე, რაც ადგილზე გადამუშავებით ხელს შეუწყობს ქვეყნის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროექტის მიღება გამართლებულია სომხეთის რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის (ნედლეული ტყავი) ექსპორტის შეზღუდვით, ადგილობრივი წარმოების დასაცავად და ნედლეულის ბაზის უზრუნველსაყოფად.







