წინადადება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების სარკისებურად გაყვანის შესახებ ძალაში რჩება – საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების სარკისებური გაყვანის შესახებ წინადადება ძალაში რჩება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „Sputnik სომხეთის“ გამოკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დროს სომხური მხარე ყოველთვის მხარს უჭერდა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი საზღვრიდან ჯარების სარკისებურად გაყვანას და ეს ძალაში რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზადაა ჩაერთოს მის განხორციელების შესახებ დისკუსიებში რაც შეიძლება მალე.
„სომხეთის რესპუბლიკამ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარების სარკისებური გაყვანა უნდა მოხდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი საზღვრიდან, საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის უახლესი რუკების საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია იმაზე, თუ სამშვიდობო ხელშეკრულების რომელ ფორმულირებზე ჯერ ვერ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას აზერბაიჯანმა და სომხეთმა.







