საერთაშორისო

ალიევის პროპაგანდისტებმა დაიწყეს ფართო კამპანია „ახალი ეროვნული იდეის“ თემაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სეიდოვმა გამოაქვეყნა მოცულობითი სტატია, რომლის მთავარი გზავნილია, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ფრთებს ისხამდა  „მთიან ყარაბაღზე ტერიტორიული მთლიანობისა და სრული სუვერენიტეტის აღდგენის ეროვნულმა იდეა“.

სეიდოვის იდეის თანახმად, დადგა დრო „ძლიერი, განვითარებული და დემოკრატიული“ სახელმწიფოს აშენებისა და ამიტომ ილჰამ ალიევმა „წარმოადგინა თავისი კონცეფცია მშვიდობის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობაზე“.

ეს აშკარად ის შემთხვევაა, როცა ამბობენ, დიპლომატს  ენა იმიტომ აქვს, რომ აზრები დამალოსო. ორი უკიდურესი ნაციონალისტური პარტიის – “დიდი აზერბაიჯანის” და “ერთიანი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” ლიდერებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სპეციალური უფლება მიეცათ.

არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ თავად ძალაუფლება, თავად ილჰამ ალიევი, მათი ბაგეებით საუბრობს. და ეს სულაც არ არის შეუძლებელი, პირიქით, ძალიან სავარაუდოა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო  ამ პოლიტიკური გზავნილების გენერირება, როგორც „ახალი ეროვნული იდეის“, რითაც წინა პლანზე  წამოსწევს  ილჰამ ალიევის „საერთო მანდატს“, რაც იმაშე მდგომარეობს, რომ  იყოს  აზერბაიჯანელების ლიდერი მთელს მსოფლიოში, იყოს ყველა რეგიონის „აზერბაიჯანული მიწების შემგროვებელი“.

ამრიგად, ირანი და რუსეთი შეიძლება გახდეს საცდელი ადგილი “დიდი” და “ერთიანი” აზერბაიჯანის იდეისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე, რომლის სუვერენული ტერიტორიის ნაწილს ბაქოში უწოდებენ  “თავდაპირველ თურქულ ბორჩალოს”, ხოლო თბილისს  უწოდებს  “ისტორიულ თურქულ-აზერბაიჯანულ” ქალაქს. რაშიდ ბეიბუდოვიც  ხომ იქ დაიბადა.

ნახეთ მეტი
Back to top button