კულტურათა ომი – აზერბაიჯანის ბრძოლა სომხური იდენტობის წინააღმდეგ

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანი შეიტანა რელიგიის თავიუფლების შემზღუდავი ქვეყნების სიაში. აზერბაიჯანის ქმედებები ახალი არ არის. ახალი არ არის ისიც, რომ ეგრეთ წოდებული კულტურული გენოციდი ხდება ცივილიზებული სამყაროს თვალწინ და შესაძლოა მათი ჩუმი თანხმობითაც კი. რას გულისხმობს სახელმწიფოების ეს ნაბიჯი, რა არის მისი მიზეზები და რა განვითარებაა მოსალოდნელი?
აზერბაიჯანის პოლიტიკა არცახში სომხური ნაკვალევის მოსპობის შესახებ ახალი არ არის და შემთხვევითი არ არის, რომ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, აზერბაიჯანის პროპაგანდისტულმა მანქანამ ხმაური ატეხა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ სახელმწიფოს Religious Freedom Watch-ში ჩართვის გადაწყვეტილებაზე. ეს არის სია რელიგიური თავისუფლების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის ან მათი შეუწყნარებლობისთვის.
მანამდე, ნოემბერში, საფრანგეთის დედაქალაქში შუშის ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც არცახის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. ასევე დეკემბერში, პარიზის ცნობილ ბასტილიის მოედანზე, პარიზის მუნიციპალიტეტისა და კათოლიკური ორგანიზაციის “L’Œuvre d’Orient” ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო ღია ცის ქვეშ გამოფენა სახელწოდებით “მთიანი ყარაბაღი: გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სომხური მემკვიდრეობა” , სადაც 30 ფოტონიმუში იყო წარმოდგენილი – სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსკლუზიური ფოტოები. არცახის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არმინე ჰაირაპეტიანი მიიჩნევს, რომ ეს მისასალმებელი ფაქტია.
„აშშ-ს ამ ნაბიჯს მოჰყვა შტატების რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ყოველწლიურ ანგარიში, სადაც განგაშია ატეხილი, რომ ბაქო სახელმწიფო დონეზე საუბრობს სომხური კვალის აღმოფხვრაზე არცახის ისტორიული ძეგლების განადგურებაზე.
სომხური კულტურის მემკვიდრეობა რისკის ზონაშია 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ, როცა უამრავი ძეგლი დარჩა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. ეს რისკები გაორმაგდა 2023 წლის 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და არცახის თითქმის მთელი სომეხი მოსახლეობის იძულებით გადასახლების შემდეგ.
„შემდეგი ნაბიჯი, როგორც ჩანს, არის ის, რომ აზერბაიჯანის მსგავს ქმედებები უნდა შეზღუდოს, მაგრამ სამწუხაროდ, გვაქვს პრეცედენტები, როდესაც საერთაშორისო გადაწყვეტილებები უგულებელყოფილი იქნა და აზერბაიჯანი აგრძელებს დაუსჯელად მოქმედებას.
2020 წლის შემდეგ სხვადასხვა ინიციატივები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის რისკები არცახში. ერთ-ერთი მათგანია „Monument Watch“ პლატფორმა, რომელიც ეფექტურია სომხურ კულტურულ მემკვიდრეობაზე პროფესიონალურ-აკადემიური მასალების მიწოდებაში. პროექტის მეცნიერული ხელმძღვანელი არქეოლოგი ჰამლეტ პეტროსიანი სომხური და საერთაშორისო კულტურის დამცავი ორგანიზაციების მუშაობას საკმაოდ სერიოზულად მიიჩნევს და ამავდროულად აღნიშნავს, რომ სომხურ მხარეს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო.
„კულტურული მემკვიდრეობა თითქოს ერთგვარი კონფლიქტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და ბუნებრივია, რომ აზერბაიჯანს ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა აქვს ომში გამარჯვების უზრუნველსაყოფად და აგრძელებს სახელმწიფოში სომხური კულტურული მემკვიდრეობის მითვისების პოლიტიკას. ესეც ერთგვარი ექსპერიმენტული პოლიტიკაა, ელოდებიან თუ რა რეაქცია მოჰყვება. ამიტომ ძალისხმევა უნდა გაირმაგდეს“.
ბრძოლა კულტურულ მემკვიდრეობაზე ძალიან ჰგავს ბრძოლას ორ სახელმწიფოს, ხალხს, ზოგადად საზოგადოებას შორის, კულტურული ომი ამის შემადგენელი ნაწილია, -აღნიშნავს ამბობს ჰამლეტ პეტროსიანი.
„თუ აზერბაიჯანი ამ ომში ტოტალიტარულად იბრძვის, მთელი თავისი რესურსით, მაშინ როცა სომხური მხარის ნაბიჯები უფრო პასიურია.
„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სომხები არცახში არის არა ეთნიკური უმცირესობა, რომლის წინააღმდეგაც აზერბაიჯანი მოქმედებს, არამედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მთელი ეთნიკური ხალხი, რომლის მემკვიდრეობაც ნადგურდება“.







