პოლიტიკა

სომხეთი აზერბაიჯანისგან ელის გარანტიებს, რომ ფარული ტერიტორიული პრეტენზიები არ ექნება  – ფაშინიანი

სამშვიდობო პროცესის დროს სომხეთი  აზერბაიჯანისგან ელის გარანტიებს, რომ არ ექნება ფარული ტერიტორიული პრეტენზიები და სომხეთი კი მზად არის იგივე გარანტია მისცეს აზერბაიჯანსაც.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

„სამუშაო იქამდე მივიდა, რომ ჩვენ გვინდა დამატებითი გარანტიები აზერბაიჯანისგან, რომ არ გვქონდეს ერთმანეთისგან დაფარული ტერიტორიული პრეტენზიები და ამბიციები. დიპლომატიურ ტექსტებს ყოველთვის აქვთ სხვადასხვა გადახვევები, ქვეტექსტები, სქოლიოები. ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანის, სტრიქონს მიღმა  ტერიტორიულ მოთხოვნებს, შეიძლება დღეს არა, მაგრამ შემდგომისათვის ხედავენ  სამომავლო საფრთხეებს. ალბათ აზერბაიჯანიც ასე ფიქრობს ჩვენზეც“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, სიტუაციის განხილვა შეიძლება სხვადასხვა გზით, მაგრამ სიტუაცია უნდა განიხილებოდეს როგორც სამუშაო პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს სანამ ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავად იქნება გაცემული.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თეორიულად შესაძლებელია. ფაქტობრივად, ამ ბოლო პერიოდის საუბრები იმ მიმართულებით წავიდა, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთისგან ტერიტორიული მოთხოვნები არ აქვთ და ორმხრივად იღებენ ვალდებულებას, რომ მსგავსი ტერიტორიული მოთხოვნები არც მომავალში არუნდა წავუყენოთ ერთმანეთს.  ეს არის გაგება, რომელიც ამ დროის განმავლობაში იქნა მიღებული.

„აზერბაიჯანისგან ველით გარანტიებს, რომ აზერბაიჯანი სომხეთს არ წაუყენებს სამომავლოდ ტერიტორიულ მოთხოვნებს.  ჩვენ გვინდა ასეთი გარანტიები, მაგრამ ასევე მზად ვართ ასეთი გარანტიები მივცეთ მას.  ეს არის ურთიერთდაკავშირებული ოპერაცია“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი არც სომხური და არც აზერბაიჯანული მხრისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button