ანალიტიკამთავარი

როგორი იქნება სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალი ხარისხი

სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა გახსნის ახალ შესაძლებლობებს თანამშრომლობის გაღრმავებისთვის: ასეთი რწმენა გამოთქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში ვიზიტისას. თბილისში გაიმართა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მორიგი სხდომა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით. სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაციის პროცესის დასრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სომხურ-ქართული სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შედეგების შეჯამებისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა .

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ყველა გარემოებისა, საქართველო სომხეთისთვის მნიშვნელოვანი და მეგობარი ქვეყანაა. ანალიტიკური ცენტრის „ჰაიაცქ“-ის  ხელმძღვანელი ანა კარაპეტიანი ამ კუთხით უყურებს პრემიერ ფაშინიანის ვიზიტს საქართველოში, რეგიონში არსებული ვითარების და მეზობელ ქვეყნებთან რთული ურთიერთობების გათვალისწინებით.

„საქართველო ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი სომხეთისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით ურთიერთობების ნებისმიერი გაღრმავება და გაუმჯობესება მისასალმებელია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში ასევე ჯდება მისი რეგიონული პოლიტიკის, ანუ რეგიონში მშვიდობის დამყარების დღის წესრიგში.

სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისია საუკეთესო გზაა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. ამ გარემოებას ხაზი გაესვა,  როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი გააჩნია და ჩვენი ამოცანაა, წვლილი შევიტანოთ მის სრულ გამჟღავნებასა და განხორციელებაში. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის მაქსიმუმი და სავაჭრო ბრუნვის დადებითი დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, ორი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და ურთიერთქმედების გაღრმავების წყალობით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერის მნიშვნელობას.

„ჩვენ უამისოდაც  ვიყავით სტრატეგიული პარტნიორები, ახლა ხდება ამის ოფიციალურად გაფორმება.  ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ურთიერთობებს, გააძლიერებს მეგობრობასა და პარტნიორობას“.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე გამოხატა რწმენა, რომ მიღწეული შეთანხმებების სრული განხორციელება ახალ ხარისხსა და შინაარსს შემატებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული რეალობიდან გამომდინარე, შეიქმნა ახალი შესაძლებლობები თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატი შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების დონეს და ასევე გახსნის ახალ შესაძლებლობებს ურთიერთქმედების შემდგომი გაღრმავებისთვის“.

ექსპერტების აზრით, თუ რას მისცემს სომხეთს საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი, ეს უკვე სხვა საკითხია. დრო გვიჩვენებს  ეს ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართული ქმედებაა,  თუ დასავლეთ-რუსეთის კონკურენციის კონტექსტში გადადგმული ნაბიჯი.

„ჰაიაცქ“-ის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ანა კარაპეტიანი, მაგალითად, არ გამორიცხავს, ​​რომ ეს ამ დიდი პროცესის განუყოფელი ნაწილი იყოს.

„მაგრამ, ბუნებრივია, ყველაფრის მიუხედავად, სომხურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ის შეიძლება  საჭირო იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო და  ყოველივე ამასთან ერთად ის  ჯდება ფაშინიანის მიერ გამოცხადებული და აქტიურად დაწინაურებული პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ლოგიკაში.

ლოგიკური და გასაგებია, რომ საქართველო ამ პროექტში დიდ როლს თამაშობს, დაასკვნა ანალიტიკური ცენტრის „ჰაიაცქ“-ის  ხელმძღვანელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button