
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური სტეფანო ტომატი.
როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის გზავნილიდან ირკვევა, ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა ბატონ ტომატის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სამოქალაქო მისიის საქმიანობას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისიის ეფექტური მოქმედება ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სტეფანო ტომატმა ისაუბრეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შედეგებსა და მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთ-ევროკავშირის მრავალსექტორული თანამშრომლობის უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას.







