
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარიზში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს გაბრიელ ატალს შეხვდა.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის გზავნილიდან ირკვევა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს და ხაზი გაუსვა მის ხელმძღვანელობით მთავრობის მზადყოფნას თანმიმდევრულად განავითაროს თანამშრომლობა სომხეთთან.
ნიკოლ ფაშინიანმა გაბრიელ ატალს პრემიერის პოსტის დაკავება კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას სხვადასხვა სფეროში.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ენერგეტიკას, წყლის სექტორის მართვას, თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტურიზმის სფეროებში.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერას სომხეთის ბაზრების დივერსიფიკაციისა და სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
ნიკოლ ფაშინიანმა გაბრიელ ატალი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სიამოვნებით მიიღო მოწვევა.







