
არიან საერთაშორისო აქტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, სომხეთმა არსებობა შეწყვიტოს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში 15 მარტს სამთავრობო პროგრამის განხორციელების (2021-2026) და 2023 წლის შედეგების ანგარიშის განხილვისას.
„არის უზარმაზარი, მე ვიტყოდი, ეგზისტენციალური საფრთხეები სომხეთისთვის. არიან საერთაშორისო აქტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ სომხეთმა არსებობა შეწყვიტოს. არიან აქტორები, რომლებსაც აქვთ ამბიციები ჩვენი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიების მიმართ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.







