საერთაშორისო

ალიევის მიერ დაჯილდოვებულმა აზერბაიჯანელმა ქალმა ამერიკელი კონგრესმენის მოსყიდვაში დანაშაული აღიარა

აშშ-ში გამომძიებლებმა მესამე ბრალი წაუყენეს ტეხასის დემოკრატ ჰენრი კუელარს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრს, იმის ბრალდებით, რომ მან მიიღო ქრთამი 600 000 დოლარის ოდენობით აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ენერგეტიკული კომპანიისა და ბანკისგან (მექსიკაში), იუწყება AP.

67 წლის ირადა ახუნდოვამ 1 მაისს ჰიუსტონის ფედერალურ სასამართლოში არიარა, რომ ის არის აზერბაიჯანის აგენტის მოვალეობის შემსრულებელი. ახუნდოვამ აღიარა, რომ ხელი შეუწყო კონგრესმენის მეუღლეს, იმელდა კუელარისთვის 60 ათასი დოლარის გადახდაში, რომელსაც ასევე ბრალი წაუყენეს. აზერბაიჯანის ინტერესების ხელშეწყობის სავარაუდო ქრთამმა 300 ათას დოლარზე მეტი შეადგინა. ახუნდოვას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ახუნდოვა მუშაობდა ჰიუსტონ-ბაქოს დაძმობილებული ქალაქების ასოციაციის პრეზიდენტად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის 2014-2017 წლებში ბაქოს კომპანიის ამერიკული ფილიალის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს სომხეთთან დაპირისპირების კონტექსტში ქვეყნის მხარდაჭერა სურდათ.

ნახეთ მეტი
Back to top button