
გუშინ გარდაიცვალა ირანის ყველაზე პრესტიჟული რელიგიური სემინარიის სტუდენტი, ირანის სასამართლო სისტემის დიდი ხნის ხელმძღვანელი, ირანის მე-8 პრეზიდენტი. გეოპოლიტიკურ ანალიზებთან, დამნაშავეების ძიებასთან ან დამთხვევით შოკირებასთან ერთად, მსოფლიომ იბრაჰიმ რაისის ცხოვრების დოკუმენტირება დაიწყო. ჩაკეტილ საზოგადოებაში დაბადებულს და გაზრდილს, ჩაკეტვის იდეა უტყუარ ჭეშმარიტებად მიაჩნდა და საზოგადოების რაც შეიძლება ჩაკეტვის გადაწყვეტილების ერთგული იყო,
მაგრამ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის 5 ეპიზიდით წარმოჩენა, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელია.
1) რელიგიური სემინარიიდან: განსჯა და დასჯა
იბრაჰიმ რაისის დაწყებითი განათლება რელიგიური იყო, საუნივერსიტეტო განათლება -იურიდიული. 20 წლის ასაკში ის უკვე იყო ჰამადანის პროვინციის პროკურორი, 29 წლის – თეირანის, 44 წლის ასაკში სასამართლო სისტემის უფროსის მოადგილე, ხოლო 59 წლის ასაკში, 2019 წელს ქვეყნის სასამართლოს მეთაური გახდა. იერარქიული კარიერული ზრდის წესების გარეგნულად დაცვით, რაისი ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა ჰქონდა დაკავებული.
2) 4 წლის მარცხის შემდეგ, უდავო გამარჯვება
რაისმა 2017 წელს პირველად სცადა პრეზიდენტი გამხდარიყო. ირანოლოგი ჟანა ვარდანიანი თავის კომენტარში აღნიშნავს, რომ მოკლე ხანში აშკარა გახდა, თუ ვინ გაიმარჯვებდა მომავალ არჩევნებში.
„უკვე 2021 წელს აშკარა იყო, რომ რაისი გაიმარჯვებდა, რადგან ამისთვის მთელი სისტემა იყო მომზადებული. ჯერ ერთი, მეურვეთა საბჭომ, რომელიც ამტკიცებს საპრეზიდენტო კანდიდატებს, არ დაამტკიცა რამდენიმე რეფორმატორის კანდიდატურა, კონსერვატორებს შორის იყვნენ კანდიდატები, რომლებმაც ფორმალური მონაწილეობა გამოავლინეს და ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ რაისი გამხდარიყო პრეზიდენტი.
ეს იყო ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში მონაწილეობის ყველაზე დაბალი დონის არჩევნები. მოსახლეობის მხოლოდ 48,8 პროცენტმა მისცა ხმა. თუმცა რაისი მთელმა კონსერვატიულმა ფრთამ მიიღო, სულიერ ლიდერთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ 2025 წელს დაგეგმილ არჩევნებზე ხელახლა აირჩევდნენ.
„პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილი ფიგურა იყო რაისი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკური სფეროს რეფორმისტი და ზომიერი ფიგურების მარგინალიზება მოეხდინა, რომლებსაც ასევე ჰქონდათ მდიდარი წარსული, გამოცდილება და ასევე იყვნენ ავტორიტეტები“.
3) „სიკვდილის კომისია“, მოკლული ან გაჩუმებული ადამიანები
ირანის მოქალაქეებს შესაძლოა ჰქონოდათ საკმარისი მიზეზი, რომ არ წასულიყვნენ არჩევნებზე. მთავარი კანდიდატის, რაისის სახელს უკავშირდება ირანის პოსტრევოლუციურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული თემა.
1988 წელს რაისი იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მოსამართლეთაგანი, რომლებიც შედიოდნენ ე. წ. „სიკვდილის კომისიაში“. კომისია წყვეტდა ათასობით დაპატიმრებული ოპოზიციონერის ბედს, თუ როგორ უნდა დასჯილიყვნენ ისინი სიკვდილით ირანის ციხეებში სასჯელის მოხდის შემდეგ. ეს სიკვდილით დასჯა ოფიციალურად არასოდეს ყოფილა გამოძიებული.
რაისის პრეზიდენტობის დროს დისიდენტების სიკვდილით დასჯაც დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, 2020 წელს სიკვდილით დასაჯეს მოჭიდავე ნავედ აფკარი, რომელმაც 2018 წელს მიიღო მონაწილეობა ანტისამთავრობო აქციებში და ამისთვის ბოდიშიც კი მოიხადა.
4) უფრო შორს ისრაელიდან, უფრო ახლოს რუსეთთან
ბოლო წლებში იბრაჰიმ რაისი ყოველთვის ავლენდა მკაცრ პოზიციას ისრაელისა და დასავლეთის მიმართ. მაგალითად, 2022 წლის აპრილში რაისიმ აფრთხილებდა, რომ ისრაელი ირანელი სამხედროების სამიზნე იქნებოდა „უმცირესი მტრული ნაბიჯის“ შემთხვევაშიც კი. იმავე წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რაისიმ წვლილი შეიტანა თეირანისა და მოსკოვის დაახლოებაში, რასაც მოჰყვა რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდება.
5) სულიერი წინამძღოლის გარდაცვალების შემდეგ ის მას შეცვლიდა თუ არა?
„რაისის წინსვლის ერთ-ერთი მოტივაცია იყო ისიც, რომ არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ ის ირანის უზენაესი ლიდერის ნაცვლად მოემზადებინათ, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრაჰიმ რაისი იყო მომავალი უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი, რადგან ის მისაღები იყო როგორც კონსერვატორებისთვის, ასევე თავად უზენაესი ლიდერისთვისაც“.
2016 წლის მარტში რაისი დაინიშნა ირანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უმდიდრესი რელიგიური ფონდის ხელმძღვანელად. რაისი ასევე აირჩიეს ექსპერტთა 88-კაციანი სასულიერი სამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, რომელიც პასუხისმგებელია მომავალი უზენაესი ლიდერის არჩევაზე.







