
უკრაინაში სომხეთის ელჩი ვლადიმერ კარაპეტიანი და ერევნის ნორ ნორქის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელი ტიგრან ტერ-მარგარიანი კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას ეწვივნენ.
როგორც იუწყება AnalitikaUA, ამის შესახებ განაცხადეს ბუჩას საკრებულოს პრესსამსახურში.
აღნიშნულია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ბუჩასა და ერევნის ნორ ნორქის თემს შორის თანამშრომლობაზე.
სომხურმა დელეგაციამ ასევე გადასცა ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
„ჩვენ ვამაყობთ უკრაინელი ხალხის გამბედაობით, რომელიც ბრძოლის ველზე იცავს თავის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ქალაქი ერევანი და ნორ-ნორქის თემი მუდამ მხარს დაუჭერენ ბუჩას და რუსეთის აგრესიით დაზარალებულ სხვა თემებს“, – განაცხადა ნორ-ნორქის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა.
სომხეთის დელეგაციამ ასევე მემორიალურ კომპლექსზე პატივი მიაგო ბუჩაში დაღუპული 509 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას.
წყარომ შეახსენა, რომ მანამდე კიევში პირველი ლედებისა და მეუღლეების ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ანა ჰაკობიანმაც, რომელმაც თან ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა.
ადგილობრივი სომეხთა კავშირის მოთხოვნით, 2024 წლის დასაწყისში სომხეთის მთავრობამ უკრაინაში გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარების დიდი პარტია მედიკამენტებისა და წამლების სახით.







