ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

,,Netgazeti.ge წერს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერა.
პარტიების წარმომადგენლები „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოსაწერად ორბელიანების სასახლეში დღეს, პირველ ივლისს, დილიდან მიდიან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.
პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
„ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა:
- „ნაციონალური მოძრაობა“
- „ლელო“
- „ახალი“
- „გირჩი – მეტი თავისუფლება“
- „დროა“
- „ევროპული საქართველო“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „რესპუბლიკური პარტია“
- „მოქალაქეები“
- „სამართლიანობისთვის“
- „მოძრაობა ხალხისთვის“
- „მწვანეთა მოძრაობა“
- „თავისუფლება- ზვიად გამსახურდიას გზა“
- „ევროპელი დემოკრატები“
- „კანონი და სამართალი“
„ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და პარტია „გირჩი“.







