
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა.
„კარგი საუბარი მქონდა სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. სხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დინამიკა, ეუთო-ში ფინეთის მომავალი თავმჯდომარეობა და ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ასევე გავცვალეთ აზრები უკრაინის სამშვიდობო სამიტზე, რომელიც გაიმართება შვეიცარიაში“, – აღნიშნა სტუბმა X გვერდზე.







